Berlin Calling. რჩევები პირველად წამსვლელი party animal-ებისთვის

„ჭეშმარიტი ქართველი ტუსოვშიკის ატლასზე ყველა

პრადვინუტი თვითფრინავი ბერლინის მიმართულებით მიფრინავს.“

დ.ლობჟანიძე

სათაურიდანვე მივხდებოდით,ამ ბლოგში თქვენ ვერ ნახავთ ინფორმაციას შარლოტენბურგის სასახლეზე,ოლიმპიკის სტადიონზე ,ბერლინის ანძაზე,რჩევებს იმაზე,თუ როგორ მიაგნოთ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალს ან რომელ ქუჩაზე ჯობია შოპინგი.

ეს ბლოგპოსტი არის მათთვის,ვინც ვიქენდზე ბასიან-ხიდზე რეივის ნაცვლად რაღაც ახალი გადაწყვიტა სინჯოს  და დრაგებზე ენაგადმოგდებული სირბილით დაღლილმა ქლაბერული სამოთხის ბილეთი იყიდა. ამიტომ დეიდებო,მამიდებო,სხვა ნათესავებო,თანამშრომლებო,დედაჩემის მეგობრებო,გთხოვთ,დაუყონებლივ დატოვოთ ტერიტორია- მნიშვნელოვანი წუთები და კიდევ სხვა რაღაცები  რომ არ დაგეკარგოთ 🙂

სამეზობლოები

sacx

მოგზაურობა ყოველთვის საცხოვრებელი ადგილის შერჩევით იწყება და რატომღაც ბერლინში წამსვლელი ქართველებისთვის ყველაზე სასურველი ყოველთვის mitte არის ხოლმე.

დიახ, mitte  ნამდვილად კარგი არჩევანია ,თუმცა ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის ყველაზე მოსახერხებელი ბერლინის ლიბერალური და მულტიკულტურალური ნაწილი –    Friedrichshain-Kreuzberg მგონია , მიტეზე ბევრად იაფი დაგიჯდებათ ( აქ ძალიან კარგი ბინის ერთი დღით ქირაობის საშუალო ფასი 72 დოლარის ექვივალენტია,როდესაც mitte-ში დაახლოებით მსგავსი ბინის საშუალო ფასი 112 დოლარს აღწევს)  და ქლაბერების მექადა და მედინად წოდებულ ბერგჰაინსა და ვათერგეითთანაც ფეხით შეგეძლებათ გასეირნება.კარგი ვარიანტია ასევე ბერლინის ყველაზე ჰიფსთერულ ნაწილად წოდებული  Neukölln-ის ჩრდილოეთ ნაწილიც,სადაც ბინის საშუალო ფასი სადღაც 65 დოლარია.

mitt

drugs

ბერლინში მაკდონალდსის პოვნა უფრო რთულია,ვიდრე დილერთან შეხვედრა -ისინი არიან ყველგან- ქუჩებში,პარკებში,კლუბების წინ,თვითონ კლუბებში (ტუალეტებში,ძირითადად).

ციგნის ბავშვები არ არიან ისე აქტიურები,როგორც პარასკევ საღამოს ვარშაუერ შტრასეს გასწვრივ ჩარიგებული ბარიგები- ვაჭრობას 12 ევროდან იწყებენ ხოლმე და ბოლოს ,,სულ თავის ფასში იძლევიან“,შეიძლება კაპიშონკაზეც კი ჩამოგეკიდონ.იგივე სიტუაციაა tresor-ის წინ. კლუბში შესვლამდე აუცილებლად შემოგთავაზებთ ფერადკანიანი ბიჭი სტაფს,თუმცა ვარშაუერ შტრასესგან  განსხვავებით საკმაოდ ძვირად.

დღისით მათი პოვნა  Görlitzer Park-ში,  Volkspark Hasenheide-სა და  Weinbergpark-ში შეგიძლიათ,თუმცა ასე,შემთხვევითი დილერებისგან სტაფის შეძენას ჯობს მოერიდოთ და წასვლამდე რომელიმე მეგობარს სთხოვოთ ნაცნობ გამყიდველთან დაგაკავშიროთ-ასე უსაფრთხოებაც დაცულია ,ფასიც ადეკვატური და ხარისხიც გარანტირებული.

ახლა რაც შეეხება ფასებს:

drug

კლუბები

ბერლინში 200-მდე ღამის კლუბია და თითოეულს თავისი ნიშა და  ქცევის წესები აქვს. რაც უფრო დიდია არჩევანი,მით უფრო რთულია ხოლმე სწორად შერჩევა,ყოველ შემთხვევაში ჩემთვის,ამიტომ გაფრენამდე გაიდებს ვკითხულობდი ,მეგობრებს აზრს ვეკითხებოდი – სად წავსულიყავი და რა გამეთვალისწინებინა. ვფიქრობ,ასეთი რჩევები თქვენც გამოგადგებათ ,ამიტომ ჩემს ტოპ  5-ეულს გთავაზობთ .

თუმცა ,მანამდე გერმანულის მცირე გაკვეთილები,რომელიც არც ისე სტუმართმოყვარე ბერლინელ ბოუნსერებთან გამოგადგებათ :

1.შესვლამდე,როდესაც თქვენი რიგი მოაღწევს,აუცილებლად გკითხავენ ვისთან ერთად ხართ,რაც შემდეგნაირად ჟღერს – mit wem bist du? ან mit wem? რაზეც თუ მარტო ხართ უპასუხებთ – ich bin allein.

2.იგივე მნიშვნელობის კითხვა შეიძლება დაგისვან უბრალოდ როგორც alleine?(მარტო?) ,რაზეც უპასუხებთ – ja.

3.თუ გვერდით ვინმე გიდგათ და გონია,რომ ერთად ხართ – zu zweit და ორ თითს გაჩვენებთ (ანუ ორნი ხართო?) ან zu dritt და სამ თითს. თუ ერთად ხართ პასუხი იქნება ისევ ja,თუ არადა უბრალოდ ერთი თითი შეგიძლიათ აჩვენოთ.

1.    Berghain & Panorama Bar

berg

არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის,სად ცხოვრობს და რა ცხოვრებით – ბერგჰაინის სახელი    ყველას გაუგია.ეს არის ტექნოს იერუსალიმი,ვატიკანი,მექა.სამოთხე თუ არსებობს,კარგი ქლაბერები ალბათ სიკვდილის შემდეგ აქ ხვდებიან :))

ბერგჰაინში მოსახვედრად ყოველწლიურად ათასობით ტურისტი ჩადის ბერლინში და მისი როლი იმდენად დიდია,რომ გერმანიის მთავრობის  ახალი გადაწყვეტილების თანახმად  , ამიერიდან კლუბის აქტივობები არა გასართობ, არამედ, კულტურულ ღონისძიებებად მიიჩნევა.(აქამდე ბერგჰაინი როგორ გასართობი ტიპის დაწესებულება 19 %-იან საშემოსავლოს იხდიდა. ახლა კი, როგორც კულტურული ღირებულების მქონე დაწესებულება 7 %-იან  საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის.)

კლუბი სამოთხესთან  ტყუილად არ შემიდარებია- აქ ფეისკონტროლის გავლა თითქმის სასუფეველში ადგილის დამკვიდრების ტოლფასია – საათიანი რიგები, ასობით გამობრუნებული ადამიანი. ზუსტი კრიტერიუმები,რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეთ არ არსებობს,თუმცა ,მიუხედავად ამისა, ინტერნეტში ათასობით რჩევა შეგიძლიათ ნახოთ -რითი ჯობია შეიმოსოთ და როგორ უნდა იქცეოდეთ,თქვენი შიგნით მოხვედრის შანსები რომ გაიზარდოს. მათგან ყველაზე გავრცელებული ის არის,რომ უნდა გეცვათ შავი,რიგში წყნარად უნდა იდგეთ (ჯობია მარტო იყოთ)-უცხო ადამიანებთან გამოლაპარაკება არც გაიფიქროთ და მობეზრებული გამომეტყველება უნდა მიიღოთ -თითქოს სულ არ გადარდებთ შეხვალთ თუ არა. ალბათ მართალია-ჩემს წინ მდგარ ყველა ხმაურიან ტიპს უარი უთხრეს.რაც შეეხება შავს,ეს ბერგჰაინის მთავარი ბოუნსერის-სვენის საყვარელი ფერია – ყველაზე საშიში შესახედაობის გეის, საინტერესო ფოტოგრაფისა და  მწერლის ,რომელიც თავისი გამოფენით სადღაც ერთი წლის წინ ბათუმშიც იყო ჩამოსული.

მას შემდეგ,რაც კარებთან მდგარი ფეისი გკითხავთ მარტო ხართ თუ ვინმესთან ერთად და შემდეგ სვენისგან თანხმობას მიიღებს  ( რომელიც კამერით გაკვირდებათ), შიგნით შედიხართ. აქ წესით უკვე კითხვებს აღარ გისვამენ,მაგრამ მე, მაგალითად , პირადობის,პრესკარტის,პასპორტის ერთად  ჩვენებაც კი მომიხდა ერთხელ,რომ შიგნით მდგარი ბოუნსერი დამერწმუნებინა ჩემს ასაკში. მას კი მაინც არაფრით უნდოდა  იმის დაჯერება,რომ სამივე დოკუმენტს არ გავაყალბებდი საბერგჰაინოდ. ბოლოს ,როცა დაზღვევის ამოღებაც დავიწყე ჩანთიდან,დამნებდა :დდ

შესვლისთანავე მობილურის ორივე კამერას სტიკერებს აკრავენ – აქ გადაღება სასტიკად აკრძალულია ,რათა ყველამ ბოლომდე დაცულად იგრძნოს თავი და ისე გაერთოს,როგორც სურს. თუკი ციფრულის თან წაღებამ მოგიწიათ,იქვე,შესასვლელში,ის ბიჭი,რომელიც ბეჭედს გარტყამთ , ძვირფასი ნივთებისთვის განკუთვნილ თაროზე მიუჩენს ადგილს.

შემდეგ უკვე გარდერობია,ბარი და კიბე,რომლითაც დიიდ ,ბნელ დენსფლორზე ხვდებით- წელსზევით შიშველი ბიჭებითა და მხოლოდ ტრუსებსა და ლიფებში გამოწყობილი გოგოებით რომაა სავსე .საოცარი მუსიკის,სრული თავისუფლებისა და მოზღვავებული ბედნიერების ტალღა სიცხესთან ერთად გეჯახება და ხვდები,რომ ნამდვილად ღირდა ამდენი ხანი გარეთ,სიცივეში,რიგში დგომა.

ტექნოთი და მძიმე ატმოსფეროთი დაღლილებმა დასასვენებელ ოთახებს შეგიძლიათ შეაფაროთ თავი,რომლებიც მრავლადაა მიმოფანტული ,ან კიბით პანორამა ბარში ახვიდეთ,სადაც ჰაუს მუსიკა და ბევრად მხიარული,გახსნილი ატმოსფეროა.

როდის მივიდეთ : ბერგჰაინი პარასკევს,შაბათს, სამშაბათს და ხუთშაბათს იღება.ოღონდ   KLUBNACHT ანუ ტექნო ღამეები მხოლოდ შაბათობითაა (კვირა დღის გადაბმით),შესაბამისად საუკეთესო დრო მისასვლელად შაბათი დილა და შაბათი საღამოა . პარასკეობით მხოლოდ პანორამა ბარია ღია, სამშაბათს და ხუთშაბათს რაც შეეხება,ამ დღეებში kantine მუშაობს,სცენა,სადაც ძირითადად cold wave არტისტები უკრავენ/მღერიან.

ფასი:  14 ევრო.

პ.ს. თუ თქვენ ჩემსავით გიყვართ ხელს სამახსოვროდ რაღაც-რაღაცების გამოყოლება,მაშინ გაითვალისწინეთ, გასასვლელთან ყოველი თვის კალენდრები-ფლაერები აწყვია- ორი ცალის წამოღების უფლება გაქვთ.

kalend

2. Tresor

de-tresor-berlin

ეს ტექნოს ლეგენდა და ერთ-ერთი უძველესი ადერგრაუნდ კლუბია ბერლინში,რომელმაც თავისი ძველებური პოპულარულობა და წამყვანი ადგილი დაკარგა, თუმცა ვფიქრობ,რომ მუსიკის მხრივ ისევ ერთ-ერთი საუკეთესოა.

ქრაუდი,რომელიც ტრეჟორში დადის,ისეთი მომხიბვლელი ნამდვილად არ არის , როგორიც სხვა კლუბებში,არც თავისუფლების ხარისხია ისეთი,რომ განცვიფრდე,მეტიც,აქ ტუალეტში გოგოსა და ბიჭის ერთად შესვლა აკრძალულია, თუმცა არტისტები ყოველთვის ძალიან კარგი ყავთ და ბოლოს და ბოლოს სხვა თუ არაფერი, გისოსებით გამოყოფილი სთეიჯის სანახავად ერთხელ მაინც უნდა ჩახვიდეთ,რომ ნამდვილი ანდერგრაუნდული ინტერიერი შეიგრძნოთ.

მეორე სართულზე Globus -ია,სადაც უფრო მხიარული გარემო და ნაკლებად მხერხავი მუსიკაა.

როდის მივიდეთ: კლუბი პარასკევს,შაბათს,ორშაბათს და ხუთშაბათს მუშაობს.

მიდით ადრე, სიტუაცია უკვე მოხოდილი დაგხვდებათ .

სადღაც 8-ისთვის ,დილას, უკვე ყველაფერი მთავრდება.

ფასი: 10 ევრო.

პ.ს. ისევ სამახსოვრო ნივთების კოლექციონერობით გატაცებულებისთვის: აუცილებლად იყიდეთ ტრეჟორის ბარში რაიმე , ისინი კლუბის ლოგოიან ჟეტონს მოგცემენ,რომელიც მომდევნო შენაძენზე ფასდაკლებას გულისხმობს.

14358909_1261081637257066_6534387367746706155_n

3.Salon zur Wilden Renate

13558652_1202075399824357_5780846630098364514_o

ეს მშვენიერი სალონური კლუბია ხუთშაბათ,პარასკევ საღამოს გასართობად. ყველაფერი ცირკის თემაშია მოწყობილი,დაწყებული ჭერში არსებული საწოლით ,ლაბირინთით დამთავრებული.

აქ უამრავი სთეიჯია,და რომელიმეზე მოსაწონ მუსიკას აუცილებლად აღმოაჩენ(ბოლო სართული მხოლოდ პრაივათ სტუმრებისთვის არის ხოლმე განკუთვნილი).

გაითვალისწინეთ,რენატას არ უყვარს უცხოელი სტუმრები,ამიტომ კარგი იქნება,თუ რიგშივე დაუმეგობრდებით რომელიმე გერმანულად მოსაუბრეს-ის თქვენი საშვი იქნება,კლუბში შესასველად.

ეს ჩინებული ადგილია ხალხთან დასამეგობრებლად- ირგვლივ ყველა მხიარული და ლაღია და ყველა დაუშურებლად გთავაზობთ მოსაწევს.

ფასი: 10 ევრო

4.KitKat

kitkat

კიტ-კეტი სექს კლუბია. არა,არაფერი განსაკუთრებული -უბრალოდ თუ სხვა ბერლინურ კლუბებში კანტი-კუნტად არიან შიშვლები ,აქ სიშიშვლე დრესკოდად ითვლება.

ამიტომ შეიარაღდით ყველაზე ლამაზი საცვალით ,რაც გაქვთ და გასწიეთ უჩვეულო თავგადასავლების საძიებლად. შესვლისას აუცილებლად გკითხავენ,იცით თუ არა ზუსტად სად მიდიხართ და ხართ თუ არა ბოლომდე თავისუფალი კომპლექსებისგან.

კლუბში არის აუზი,ლაუნჯი,მასაჟის ოთახი, მოსასვენებელი ოთახები და უამრავი დენსფლორი,თუმცა მუსიკა არც ერთ მათგანზე დიდი არაფერი.პრინციპში ბუნებრივიცაა- გადამწყვეტი აქ ატმოსფეროა და არა მუსიკა.

ერთ-ერთ გაიდში კიტ-კეტის შესახებ ვკითხულობთ ,, The bathroom cleaner might ask you, if he can watch you while you’re pissing and you’ll probably see a few guys all in fours with someone leading them with a chain around their dick”. მე ასეთი უჩვეულო არაფერი გადამხდომია,თუმცა მაინც – ყველაზე უცნაური ადგილების სიაში კიტ-კეტს პირველ ადგილზე დავაყენებდი.

როდის მივიდეთ: პარასკევი,შაბათი.

ფასი:10 ევრო.

5.kater blau

kater

კატერში წასვლა არ ნიშნავს წახვიდე კლუბში, ეს ნიშნავს მოიწყო ალისას მსგავსი  მოგზაურობა ვანდერლენდში .არასდროს,არსად არ მინახავს ამაზე ლამაზი დეკორაციები,ოთახები,გარემო. ხალხიც კი,რომელიც კატერში დადის საოცრად სიმპატიურია.

დილას,დენსფლორიდან გამოსული (რომელიც ორია), ლუდს რომ დალევთ კატერის შუაში განთავსებულ ბარში ,შემდეგ ბურგერს რომ  იყიდით ამ ბარის გვერდით მდგარ დახლთან  და კატერის ვერანდაზე გასული (რომელიც სინამდვილეში კატერის კიჩოა) მდინარე შპრეს მშვენებითა და მზის ამოსვლით  რომ დატკვებით მეთევზეთა ბადეზე წამოკოტრიალებული,ნამდვილად იფიქრებთ რომ სამყარო მშვენიერია,თუმცა,რა თქმა უნდა,მანამდე თუ არ გაგქურდეს. დიახ,დიახ, აქ ყველგან შეიძლება ვინმემ  რამე ამოგაცალოთ და ეს ვინმე თვით მომსახურე პერსონალიც კი შეიძლება იყოს ,ასე რომ მაქსიმალურ სიფრთხილეს გირჩევთ ,მათ შორის გარდერობში ჩასაბარებელ ნივთებთან. თუ მაინც ისე მოხდა,რომ რამე დაკარგეთ,მის მოძებნას ნურც კი ეცდებით, თორემ ყოვლად უზრდელი ,თავხედი და უტიფარი  სტაფი კიდევ უფრო მეტად მოგიშლით ნერვებს და ბოლოს შეიძლება საერთოდ ბერლინის დანახვაც კი აღარ გინდოდეთ.

როდის მივიდეთ: კატერი ჩვენებური გალერია,დილის ხოდისთვის რომ მიდის ხალხი . ამიტომ,წადით 6-ის მერე .

ფასი: 12 ევრო

ტრანსპორტი

ბერლინში მეტროსადგურები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა,ამიტომ ტრანსპორტირების პრობლემა არ გექნებათ,თუმცა მეტროს ორ ხაზს U-bahn-სა (რომელიც ანდერგრაუნდია) და S-bahn-ს (რომელიც მიწის ზემოთაა) შორის გადაადგილებებმა თავიდან შეიძლება ძალიან დაგაბნიოთ .

ბილეთები ხანგრძლივობის მიხედვით უნდა აიღოთ.ყველაზე იაფი- სამ გაჩერებიანი ბილეთი 1,70 ევრო ღირს.ყველაზე ძვირი- ABC -3,30. (არ დაგავიწყდეთ ჩახვრეტა).

მეორე ყველაზე პოპულარული გადასადგილებელი საშუალება ველოსიპედია.ამიტომ,თუ ტარება არ იცით,წასვლამდე გირჩევდით,გევარჯიშათ.

რენდომ რჩევები

  • დასაწყისში ვთქვი,რომ ეს ბლოგპოსტი არის მხოლოდ მათთვის,ვინც ბერლინში რეივისთვის მიდის,თუმცა ,როგორც არ უნდა გადაყვეთ გართობას, გირჩევთ,დრო აუცილებლად გამონახოთ ისტ საიდ გალერის სანახავად.

gallr

  • ბერლინი არის ქალაქი,სადაც ყველაზე ცუდი მომსახურება აქვთ და ყველაზე უხეში სტაფი ყავთ , ამიტომ ნუ გექნებათ მოლოდინი ,რომ ,,კლიენტი ყოველთვის მართალია“ შეგნებით მოგემსახურებიან ან ყურებამდე გაღიმებული მაღაზიის გამყიდველი დაგხვდებათ. (მეტიც,მაკდონალდებშიც კი მუდო მანგუსტები მუშაობენ,რომელთა მზერაშიც იკითხება,რომ ერთი სული აქვთ დაგარტყან,გაგლანძღონ,შთამომავლობა ამოგიწყვიტონ და ა.შ ).
  • აუცილებლად გასინჯეთ  burgermaster-ის ბურგერები.
  • ყოველთვის იქონიეთ ნაღდი ფული. საკრედიტო ბარათებს ბერლინი დიდად არ სწყალობს.

მშვიდობიან ფრენას გისურვებთ ^^

 

 

3 Comments Add yours

  1. ბერლინი არის ქალაქი,სადაც ყველაზე ცუდი მომსახურება აქვთ და ყველაზე უხეში სტაფი ყავთ , ამიტომ ნუ გექნებათ მოლოდინი ,რომ ,,კლიენტი ყოველთვის მართალია“ შეგნებით მოგემსახურებიან ან ყურებამდე გაღიმებული მაღაზიის გამყიდველი დაგხვდებათ.

    აშკარად არ გაგიმართლა. მე ყველა მიღიმოდა :))
    არც ბარათით გადახდაზე მქონია პრობლემა 🙂

    Like

  2. Frau2 says:

    რა კარგი იყო! ყველას თავისი ბერლინი აქვს და მე ,,შენი” ძალიან მომეწონა👌🏻

    Like

    1. მადლობა,ფრაუ ^^ თვალს ვადევნებ შენს ბლოგებს და უნდა გითხრა,რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ ❤

      Like

Leave a comment