მოგზაურობები

როგორ ვიმოგზაუროთ მინიმალური დანახარჯებით

-რა შეიძლება იყოს მოგზაურობაზე უკეთესი? -მხოლოდ უფასოდ მოგზაურობა . ამ ბლოგში სწორედ უდანახარჯოდ მოგზაურობის ერთ-ერთ მთავარ საშუალებაზე- couchsurfing-ზე და მისი მეშვეობით გაცნობილ განსაკუთრებულ ადამიანებზე მოგიყვებით ^^ მაშ ასე,რა არის http://www.couchsurfing.com? მოკლედ  რომ ვთქვა,ეს არის 2004 წელს დაარსებული  სოციალური ვებსაიტი,რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველ ქვეყანაში,სასურველ ქალაქში,სასურველ უბანში იპოვონ ადამიანი,რომელიც მზად იქნება საკუთარი ტახტი,ოთახი ,ხანდახან კი… Continue reading როგორ ვიმოგზაუროთ მინიმალური დანახარჯებით

Uncategorized

არშემდგარ სიყვარულებზე ანუ თაობაზე,რომელსაც ურთიერთობები არ სურს

დიდი ხანია რაც ჩემს სამეგობროში აღარავინ ქორწინდება. წყვილები უბრალოდ ერთად გადადიან საცხოვრებლად .ამბობენ,რომ ასე უფრო მარტივია,ყოველგვარი ფორმალობების,ყოველგვარი სტატუსებისა და იარლიყებისგან მოშორებით.ნაკლები მოვალეობები,პასუხისმგებლობები  ერთმანეთის მიმართ,მეტი დამოუკიდებლობა ,მეტი ფინანსური თავისუფლება.მაშინ დაამთავრებ,როცა მოგინდება-ბარგის სხვა სახლში გადატანა არასოდეს ყოფილა დიდი პრობლემა. თუმცა იმაზე არასოდეს საუბრობენ,რომ ასეთი გადაბარგებები ზუსტად ისეთივე მტკივნეული გადასატანია ,როგორიც ჯვრის აყრა ან ხელის გაწერა იქნებოდა. დიდი… Continue reading არშემდგარ სიყვარულებზე ანუ თაობაზე,რომელსაც ურთიერთობები არ სურს

Uncategorized

Berlin Calling. გაიდი პირველად წამსვლელი party animal-ებისთვის

„ჭეშმარიტი ქართველი ტუსოვშიკის ატლასზე ყველა პრადვინუტი თვითფრინავი ბერლინის მიმართულებით მიფრინავს.“ დ.ლობჟანიძე სათაურიდანვე მივხდებოდით,ამ ბლოგში თქვენ ვერ ნახავთ ინფორმაციას შარლოტენბურგის სასახლეზე,ოლიმპიკის სტადიონზე ,ბერლინის ანძაზე,რჩევებს იმაზე,თუ როგორ მიაგნოთ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალს ან რომელ ქუჩაზე ჯობია შოპინგი. ეს ბლოგპოსტი არის მათთვის,ვინც ვიქენდზე ბასიან-ხიდზე რეივის ნაცვლად რაღაც ახალი გადაწყვიტა სინჯოს  და დრაგებზე ენაგადმოგდებული სირბილით დაღლილმა ქლაბერული სამოთხის ბილეთი იყიდა.… Continue reading Berlin Calling. გაიდი პირველად წამსვლელი party animal-ებისთვის

მოგზაურობები · Uncategorized

მარტო მოგზაურობის უპირატესობებსა და ზოგადად მარტოობაზე

”If you are always going to wait for other people to join you,  there is a big chance you will never get to do the things you dream of.”   ბოლოს როდის დარჩი საკუთარ თავთან მარტო? როდის გაბედე საკუთარი ფიქრით გეფიქრა? როდის გაერკვიე რა გსურს და ვინ ხარ საერთოდ? ხო,მესმის. ძნელია მუდმივად ხალხით,სოც.მედიით და ნიუსებით… Continue reading მარტო მოგზაურობის უპირატესობებსა და ზოგადად მარტოობაზე

მოგზაურობები

ავტოსტოპით თურქეთში

ის-ის იყო,GEM  fest-ისთვის ჩემოდნის ჩალაგება დავასრულე და facebook -ი  lineup-ის   კიდევ ერთხელ გადასახედად ჩავსქროლე ,რომ უცებ ჰოპ- ანაკლიის სანაპიროზე ყოფილის ჩექინი მომხვდა თვალში,თავის ახალ შეყვარებულთან  ერთად. როცა შენ ჯერ კიდევ მარტო ხარ, ყოფილმა კი შენი ჩამნაცვლებელი უკვე იპოვა, სულ რომ არანაირი გრძნობა აღარ გქონდეს შემორჩენილი,  მაინც  ცუდ ხასიათზე დგები. თან  ის გოგო  თუ შენზე უკეთეს… Continue reading ავტოსტოპით თურქეთში

მოგზაურობები

ავტოსტოპით ირანში

რამდენიმე თვე  ველოდებოდი ,როდის გადამივლიდა ირანიდან გამოყოლილი ეიფორია ,რომ მშვიდად დაჯდომა და წერა შემძლებოდა ,მაგრამ ფაქტია- ამ ხნის მერეც ვერ ვპოულობ ზუსტ სიტყვებს იქიდან გამოყოლილი ემოციების და იმ სიკეთის გადმოსაცემად,ირანელი ხალხისგან რომ მივიღეთ. ათი დღის განმავლობაში გავიცანით ათობით ადამიანი,რომლებიც უსასყიდლოდ გვთავაზობდნენ შესაბამისი მიმართულებით წაყვანას ,გვათვალიერებინებდნენ ქალაქებს,სოფლებს ,გვეპატიჟებოდნენ ქორწილებში თუ უბრალოდ სუფრასთან. ყველა ქალაქში მფარველი ანგელოზებივით… Continue reading ავტოსტოპით ირანში

Uncategorized

NEBRASKA

სადღაც 15 წლის ვიქნებოდი, წერილი რომ მომივიდა მეილზე – ვინმე ნიგერიელი „ადვოკატი“ თანამშრომლობას მთავაზობდა. მწერდა, რომ ჩემი მოგვარე, ნიგერიაში მოღვაწე ბიზნესმენი, გარდაიცვალა, მემკვიდრე არ დარჩა და თუკი გარიგებას დავთანხმდებოდი, მთელი მისი მილიონები მე დამრჩებოდა. სანაცვლოდ მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლას ითხოვდა – დეტალების გასარკვევად. არავინ დამიჯერა. მეტიც, დამცინა დედამ, მამამ, ბებიამ, ბებიაჩემის გარე ბიძაშვილმა, მეზობელმა ზაირამ და… Continue reading NEBRASKA