Uncategorized

არშემდგარ სიყვარულებზე ანუ თაობაზე,რომელსაც ურთიერთობები არ სურს

დიდი ხანია რაც ჩემს სამეგობროში აღარავინ ქორწინდება. წყვილები უბრალოდ ერთად გადადიან საცხოვრებლად .ამბობენ,რომ ასე უფრო მარტივია,ყოველგვარი ფორმალობების,ყოველგვარი სტატუსებისა და იარლიყებისგან მოშორებით.ნაკლები მოვალეობები,პასუხისმგებლობები  ერთმანეთის მიმართ,მეტი დამოუკიდებლობა ,მეტი ფინანსური თავისუფლება.მაშინ დაამთავრებ,როცა მოგინდება-ბარგის სხვა სახლში გადატანა არასოდეს ყოფილა დიდი პრობლემა. თუმცა იმაზე არასოდეს საუბრობენ,რომ ასეთი გადაბარგებები ზუსტად ისეთივე მტკივნეული გადასატანია ,როგორიც ჯვრის აყრა ან ხელის გაწერა იქნებოდა.

დიდი ხანია ჩემი მეგობრები პაემნებზე აღარ დადიან.ისინი უბრალოდ საუბრობენ,ერთად ხეტიალობენ,ლუდის დასალევად ან ჭიქა ყავაზე გადიან შესვენებისას,კლუბში ერთობიან ,ფილმებს უყურებენ (ოღონდ არა კინოთეატრებში,ერთმანეთის სახლებში ) .ისინი უბრალოდ ერთმანეთს სთავაზობენ იმ აქტივობაში შეუერთდნენ ,რომლის გაკეთებასაც ისედაც გეგმავდნენ უერთმანეთოდ-ასე უარის მიღება უფრო ადვილია . ასე მეორეჯერ შეხვედრის ვალდებულება არ არსებობს.

ჩემს მეგობრებს შეყვარებულები არ ყავთ. საერთოდაც სიტყვა “შეყვარებული” ეხამუშებათ. სამაგიეროდ ყავთ მეგობარი გოგოები/ბიჭები  და უბრალოდ გოგოები/ბიჭები,რომლებთანაც ურთიერთობის სტატუსის დეფინირებას არ ახდენენ. ასეთ კავშირებს  ალბათ „თითქმის ურთიერთობები“ უნდა ვუწოდოთ . როცა არ გაქვს ზუსტი პასუხი კითხვაზე ვინმე გყავს თუ არა,როცა მათთან ერთად სეირნობისას მეგობრებთან მოულოდნელი შეხვედრა უხერხულობაში გაგდებს- არ იცი როგორ უნდა გააცნო ერთმანეთს,როცა თითქოს ყველაფერია,რაც რეალურ ურთიერთობაში უნდა იყოს- ურთიერთგაგება,კარგი სექსი, ყველაზე პირადული ამბების გაზიარება და მაინც,მინიმუმ ერთი მხარე არასოდესაა  მზად ურთიერთობაში სერიოზულად შევიდეს.

ასეთი კავშირები ძირითადად აუხსნელად სრულდება ხოლმე.მარტივია-როცა ურთიერთობა არც არსებულა,მასზე არასოდეს გილაპარაკიათ,ვერც მის დამთავრებაზე ისაუბრებთ.თუ მაინც,რომელიმე მხარე ზედმეტად შეიჭრა და ახსნა-განმარტება მოითხოვა,მიზეზი ბევრია-ერთისთვის პერსონალური სივრცე ზედმეტად მნიშვნელოვანია და მის დაკარგვას გაურბის – ძნელია „მე-სთვის“ საჭირო დრო გამონახო,როცა მეორე პიროვნება დაჟინებით ,,ჩვენ-ს“ გაიძახის, სხვას უბრალოდ ნდობის ეშინია -მისცე ნება სხვა ადამიანს  შენი რეალური მე დაინახოს ,მართლაც სახიფათოდ ჟღერს,მითუმეტეს მაშინ,როცა ამდენჯერ გაგიცრუვდა იმედი. ვიღაცას სიყვარულის ხსენება აფრთხობს- იყო შეყვარებული-ეს უბრალოდ არაკომფორტული მდგომარეობაა,ვიღაცას კი საერთოდ არ ჯერა მისი არსებობის, სხვა იმდენად არის თავის მარტოობას შეჩვეული ,რომ სხვა მდგომარეობის საჭიროებას საერთოდ ვერ ხედავს და მანტრასავით იმეორებს ,რომ არავის დახმარება ჭირდება, რომ  არ არსებობს დიდი პრობლემები,რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება ,რომ თვითონ მოაგვარებს,თვითონ გამოიწევს სკამს,თვითონ მოუკიდებს სიგარეტს … ვიღაცისთვის უბრალოდ „Why buy a cow when you can get milk for free?“ ამბავია.

თუმცა ,ამდენი მიზეზის ჩამოთვლა  რა საჭიროა,ეს ყველაფერი ერთ წინადადებაში შეიძლება გადმოიცეს – ჩვენ უბრალოდ ის თაობა ვართ,რომელსაც რეალური ურთიერთობები არ სურს.  კი, ჩვენ ბევრს ვწუწუნებთ,რომ ღრმა კავშირები გვსურს და არა უბრალოდ ადგილისა და დროის შევსება , რომ მოგვბეზრდა ფრენდზ ვიზ ბენეფიტობა, მასთან ერთად ყოფნა და ამ დროს ნიუსფიდის თვალიერება თქვენ – თქვენთვის. სიგარეტის წამდაუწუმ მოკიდება,უხერხული სიჩუმის გადასაფარად,რადგან რაზე უნდა ილაპარაკოთ არ იცით, იმის ჩვენება,რომ თითქოს გრძნობები არ გაგვაჩნია,რომ გული არ გვტკივა,რომ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ მის გაურკვეველ გაქრობებს და მერე უცებ გამოჩენებს ტექსტით”ჰეი,ჩემთან ხომ არ ამოხვიდოდი?“ .ჩვენ ჭიქა ყავაზე გამუდმებით ვჩივით იმაზე,თუ რატომ შეიცვალა ურთიერთობების მოდელი ბოლო წლების განმავლობაში ასე რადიკალურად,განვიხილავთ, რას ნიშნავს რეალური სულიერი კავშირები,როგორია ჩვენი ოცნების მეორე ნახევარი და მასთან შეხვედრებს სუნთქვაშეკრული წარმოვიდგენთ ხოლმე და … როცა მართლა ვხვდებით ,როცა მართლა გვაქვს რეალური ურთიერთობის შანსები,ამ ურთიერთობიდან უკან მოუხედავად გამოვრბივართ.  მიზეზი ბევრი გვაქვს-რომ  პერსონალური სივრცე ზედმეტად მნიშვნელოვანია ,რომ ნდობის გვეშინია,რომ სიტყვები „სიყვარული“ და ,,ჩვენ“ გვაფრთხობს ,რომ ჩვენს მარტოობას ძალიან მივეჯაჭვეთ,რომ  who wants to  buy a cow when he/she can get milk for free…

 

 

***რაღაც პ.ს.-ის მაგვარი მათთვის,ვისაც ნაწერის სწორად გაგების უნარი არ გააჩნია

ამ ბლოგის წერისას, განგებ ვეცადე თავი ამერიდებინა შეფასებებისგან- კარგია ურთიერთობის ახლებური მოდელი ,თუ ცუდი,კარგია,რომ ასე ძალიან ვცდილობთ გავექცეთ ურთიერთობების გასერიოზულებას თუ პირიქით- ეს თაობის უპირატესობად შეიძლება ჩავთვალოთ,რადგან ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ,რომ ამაზე კონკრეტული ,სწორი პასუხი არ არსებობს.

ეს უნდა ყოფილიყო უბრალოდ  აღწერითი ხასიათის პოსტი იმაზე,თუ როგორ ვცხოვრობთ,როგორ ვფიქრობთ და როგორ ვუდგებით ურთიერთობებს მე და ჩემი თანატოლების რაღაც ნაწილი,მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ნაწერის ისეთ არაადეკვატურ გააზრებებს გადავაწყდი- რომ თურმე პირველ აბზაცში ქორწინების აუცილებლობაზე მაქვს საუბარი,რომ თურმე ტრაგიკულად აღვიქვამ თავისუფალ ურთიერთობებს- მეტი გზა აღარ დამრჩა და ყველას ერთად გიპასუხებთ.

პირველ რიგში იმას ვეტყვი,რომ მე მომწონს ჩვენი თაობის მარტივი დამოკიდებულება ურთიერთობებისადმი და ის გულწრფელობა, რაც მსგავს კავშირებს ახლავს თან. მომწონს,რომ გოგოებს აღარ უწევთ ბიჭებისგან ინიციატივების ლოდინი ,ბიჭებს კი ასეულობით ტყუილის თქმა  ვაგინამდე მისასვლელად.

მომწონს ,რომ ექსპერიმენტები ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი გახდა და ჩვენმა თაობამ გაცილებით მეტი იცის იმაზე,თუ რა მოსწონს და რა არ მოსწონს,რა როგორ უნდა იყოს და რა როგორ არ უნდა იყოს,ვიდრე ეს წინა თაობებში ხდებოდა.

მომწონს,რომ ჰორმონების კარნახით დაუფიქრებლად  აღარ ვიღებთ ცხოვრების შემცვლელ გადაწყვეტილებებს , რომ გაცილებით დიდი დრო ეთმობა სწავლას,კარიერის აწყობას,მოგზაურობას,საკუთარი თავის შეცნობის გზებს.

მომწონს,რომ ურთიერთობების ამ ფორმამ წაშალა გენდერული სტერეოტიპები (ან იქნებ სწორედ გენდერული სტერეოტიპების წაშლამ ჩამოაყალიბა ასეთი ურთიერთობები?) .მომწონს,რომ სრულიად მარაზმული ინსტიტუტები ახლა მხოლოდ ღიმილს თუ იწვევს.

თუმცა,ბუნებრივია ყველა ამ სიკეთის მიუხედავად, თანამედროვე ურთიერთობებს ჩემთვისაც აქვს რიგი მინუსები,ასე ,მაგალითად, არ მომწონს ის,რომ ამ სახის ურთიერთობებს გაცილებით ნაკლებად აქვთ განვითარების პერსპექტივა და ამ განვითარებაში მოვიაზრებ არა შვილებსა და საერთო ქონებას,არამედ უფრო ღრმა სულიერ კავშირს- როცა ურთიერთობა პირდაპირ საძინებლიდან იწყება,სხვა ოთახებში გასვლის სურვილი ნაკლებად ჩნდება. არ მივესალმები იმასაც,რომ რომ ეს მოდელი  უპასუხისმგებლობის წახალისებას იწვევს  და სრულიად ჩვეულებრივი და მისაღები ამბავი ხდება მოულოდნელი გაქრობები , მეორე დღესვე სხვა ურთიერთობაზე გადანაცვლება-ვითომ არც არაფერი ყოფილა და არც არაფერი მომხდარა. და ბოლოს, ყველაზე მეტად რაც არ მომწონს არის ჩემი/ჩვენი შიშები იმისა,რომ ურთიერთობები გვქონდეს .რეალური ურთიერთობები ,რომელშიც არა თითზე ბეჭედს,თეთრ კაბასა და სმოკინგის,სტენკის ჩადგმასა და სანთლის შუქზე რომანტიკებს,ყოველდღიურ ერთად ყოფნასა და 24 საათიანი ჩათებს,არამედ ისეთი ადამიანური გრძნობების თანამონაწილეობას ვგულისხმობ როგორიცაა სიყვარული,პასუხისმგებლობა,ურთიერთგაგება და ზრუნვა…

Advertisements

45 thoughts on “არშემდგარ სიყვარულებზე ანუ თაობაზე,რომელსაც ურთიერთობები არ სურს

  1. mookled dsaliank kargi datserilia. simartle rogorc aris… ar vici sadaa norma da arsebobs ki? bevrs davcinit dsvel taobas. da chven titon yvelaze mnishvnelovani ram cxovrebashi, ert ert moxmarebis sagnamde, vtqvat hamburgeris chamis donemde daviyvanet….:)

    Like

    1. ბევრი სტატია დამიდეს იგივე კითხვით და ზოგი მართლა იმდენად გავდა , რომ ლამის თავის მართლება დავიწყე,მაგრამ ეს სტატია საერთო თემის გარდა საერთოდ რა შუაშია ამასთან,საერთოდ ვერ დავაკავშირე .. :/

      Like

  2. ძალიან გულსატკენია მართლაც რომ ასეა დღეს და გული მტკივა რომ 99% ასეა ადრეულ ასაკში ქმნის ბევრი ოჯახს მერე ინგრევა ოჯახი, ბოლოს ეძებ ადამიანს რომელთანაც აღარ გინდა ეს ოფიციალური ურთიერთობა ან იმას არ უნდა და სხვა გზაც არაა როცა ადამიანს ეჩვევი გგონია გიყვარს ესაა და ეს ბოლოს დაიღლები ამ ყველაფრითთდა ისევ ფიქრობ გყავდეს ისეთი მეუღლე რომელიც იზრუნებს შენზე , მაგრამ კაცების კატეგორიას ვერ დაანახებ შენსგულს, რადგან ყველა ქალი ერთნაირი ჰგონიათ მაგრამ ეს მართლა არაა ასე.

    Like

  3. ეგ ქართულ საზოვადოებაზე ნამდვილად არაა დაწერილი. სტატია აშკარად აერიკელს ეკუთვნის. ამერიკაში ვცხოვრობ და ნამდვილად ასეა! იქ სადაც განვითარდა ცხოვრება, ტექნოლოგია, ურთიერთობებმა
    უკან დაიხია, მივიღეთ აინშტაინის ნათქვაი: მეშინია იმ დღის როცა ტექნოლოგია გააუმჯობესებს კაცობრიობის ურთიერთობებს, მაშინ მივიღებთ იდიოტების თაობას. ზის ხალხი ტელეფონებში ფურცლავემ ვირტუალურ ქალ
    კაცების გვერდებს ხვდებიან 1 დღიანი სექსისთვის ანდა სულაც არ ხვდებიან და ამით შემოიფარგლებიან, ადამიანმა აღარ იცის ადამიანური ურთიერთობები… საშინელებაა

    Like

  4. მაგ ტენდენციით მალე კაცობრიობა გამრავლებას შეწყვეტს, მე პირადად ეგ არ მადარდებს , მაინც ბევრნი ვართ დედამიწაზე მაგრამ ცუდი ისაა რომ პირველები ცივლიზებული ხალხები გადაშენდებიან

    Like

  5. Reblogged this on Black_Witch_Bl@G and commented:
    მეც სულ ამას გავიძახი ხოლმე, რა აუცილებელია ზედმეტი პასუხისმგებლობები, როცა ქმარი არ მეყოლება და შვილი მომინდება სუროგაციას მივმართავ, ან სულაც ბავშს ავიყვან-მეთქი.. ახლა დავფიქრდი და მართალი ხარ… მე მეშინია ნდობის, სიყვარულის და ნამდვილი ურთიერთობის, რომელიც შიშთ ჯერ არავისთან მქონია და არავისთან ვყოფილვარ ახლოს…

    Like

  6. ვეთანხმები პოსტის ავტორს რაღაცეებში, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ ყველაფერი ინდივიდუალურია. გამარტივებულია დღეს ურთიერთობები და ამაში ბევრი პლიუსია (ჩემი აზრით). ვერ ვხედავ ტრაგედიას იმაში, რომ ვიღაცას სერიოზული ურთიერთობები არ უნდა, ქორწინებაზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ, ეგ არასდროს წარმოადგენდა აუცილებლობას. პირადად მე ნაკლებად მჯერა სიყვარულის(მაგრამ არ გამოვრიცხავ მის არსებობას) და არც ვთვლი, რომ ის ისეთი ჰაერივით საჭიროა, როგორც ამბობენ. რომეო და ჯულიეტობანას თამაში უფრო თინეიჯერებს მოსწონთ, მერე რომ იზრდები პრაგმატულად და უფრო ნაკლებად დრამატულად უყურებ ყველაფერს, ვარდისფერი სათვალეების გარეშე. ასევე ჩემი აზრით, თუ ურთიერთგაგება და პატივისცემა არსებობს, თუ მოგწონს და გაინტერესებს ადამიანთან ყოფნა და მასთან მართლა კარგად ხარ, ეს სრულიად საკმარისია ნორმალური ურთიერთობის ასაწყობად. ბეჭდები და ფურცლებზე რაღაცეების დამოწმება კიდე ყველამ თვითონ გადაწყვიტოს, უნდა თუ არა და ღირს თუ არა. პრობლემა იმაშია, რომ ქორწინებას გონებით კი არ ვუდგებით, არამედ რაღაც გადამეტებული რომანტიული წარმოდგენებით, რომელიც ქორწინებიდან ცოტა ხანში ინგრევა, ვერ აცნობიერებენ მთელ სირთულეებს და პასუხისმგებლობას, რაც ამ გაუაზრებელ ნაბიჯს მოყვება. თუ მაინცდამაინც აქამდე მივა საქმე, მაშინ ვთვლი, რომ აუცილებელია ქორწინებამდე ერთად ცხოვრება, სხვანაირად ვერ გაიცნობ ადამიანს და ვერ მიხვდები, ერთ ჭერქვეშ იცხოვრებთ თუ ვერა, შეეწყობით თუ ვერა.. P.S ჭკუას არავის ვასწავლი, მხოლოდ ჩემი შეხედულებებია 🙂

    Like

    1. გამარჯობა ნატალი, თქვენ სწორად აღნიშნეთ პასუხისმგებლობის გაცნობიერების საკითხი, მაგრამ აი ყოველთვის მიკვირსხოლმე და გული მწყდება როცა იძახიან რომ სიყვარულის არ სჯერა ვიღაცას, მინდა დაგარწმუნოთ რომ სიყვარული მართლა არსებობს, რადგან ღმერთი არსებობს და თუ ღმერთის არსებობის არ გჯერათ ვერც მის გამოვლინებას დაიჯერებთ, მოკლედ ეს ადამიანის სულიერი მდგომარეობაა საით იყურება და რა არის მიზანი ამ ცხოვრებისეული, უბრალოდ ეძებეთ ღმერთი მთელი თქვენი არსებით და პირობას გაძლევთ რომ თქვენ სიყვარულს აუცილებლად შეხვდებით და დარწმუნდებით იმაში რომ თურმე მთელი ამდენი ხანი თქვენ ბედნიერი არ ყოფილხართ და გული დაგწყდებათ უბრალოდ წარსული დროის უსიყვარულოდ გატარებაში და თუ არ გიყვარს აბა რისთვისღა ცოცხლობ მასე ხომ ცხოველებიც არსებობენ…

      Like

    2. Natali ratqmaunda sheni azri unda gqondesagram ori mxare aqedals gaxsovdes… Ase cxovrebis upleba yvelas aq magram ikargeba wlebi romlebic sheizleba sulac ushedegod gaataro vinmestan cxovrebit…mashin roca sulac ar qreba qorwinebis shemdeg is yvelaperi rac tqvi…mudmivi mopereba unda yvelapers da rogorc sheyvarebuli xar axprtovanebuli partniorit da xuchav grznobit tvalebs ise unda iyo qorwinebidanac yovel dxe…rogorc sheyvarebul adamians ar echveneba winaxoba materialuri tu sxva mdgomareobebi ise iyavi qorwinebashic sheyvarebuli da naxav ra ari bedniereba da kurtxevis zala rav qorwinebit da jvriswerit enicheba adamians..roca daxlilobis miuxedavad mogindeba mainc asiamovno da mouaro shens meore naxevars..mashin igrznob roo azri aq cxovrebas da sicocxles da roca sheni xorcis nawili daibadeba mashin ki ubralot iqnebi camde didi da bednierii…ar dakargo wlebi zvilpasi da lamazii…chven vashenebt chven qvryanas da shegvizlia swori cxovreba meti siyvaruli da gageba…💟

      Like

  7. ვაი თქვენს პატრონს.თავუსუფლება ნამეტანი სათქვენოდ მოგირგიათ.მე კი ის ვარ რომელსაც დრო არ დაუკარგავს უაზრო ურთიერთობისთვის .ჩემი პატარები ავსებენ ჩემს ცხოვრება. ჯვარიც დაწერილი მაქვვს და ხელიც მოწერილი.არსად გაქცევას ვაპირებ და არაჩვეულევრივია სამ შვილთან და მეუღლესთან ცხოვრება.ადამიანი ამქვეყნად როგოც ერთხელ მოდის ისე ერთხელ მიდის.მაგრამ ვის როგორ გეცხოვრებათ ისე იცხოვრეთ.აზრი კი მაინც ერთია .უნდა იქორწინო რათა იყო ბედნიერი.ყველას ბოლო მაინც ეგ არის.ყავა და გართობა არაა ცხოვრება.ფხიზლად იყავით ცხოვრებამ გვერდზე არ გაგიაროთ.

    Like

    1. გყავს და გყავდეს, ეტყობა მთლად ბედნიერი არ ხარ, რადგან სხვებს ვაი თქვენს პატრონს ეუბნები. ვისაც როგორ ეცხოვრება, ისე იცხოვროს

      Liked by 1 person

    2. თქვენ რომ იცნობდეთ ამ გოგოს, შაბლონურ შეფასებებს და ავტორის “გულისტკივილის ამოცნობა”-ს თავს დაანებებდით 🙂 ვერ გაარტყავთ, ბედნიერია 🙂

      Like

  8. არ გეთანხმები , იმიტომ რომ მე ვარ თაობა , რომელსაც სურს ურთიერთობები და მაქვს კიდეც თავისუფალი ურთიერთობები ყველასთან…მშობლებთან, ძმასთან, შეყვარებულთან მეგობრებთან…
    მყავს შეყვარებული,კაცი,რომელიც ყოველ დღე მნახულობს, ყოველ წუთს იცის სად ვარ რას ვაკეთებ, ცდილობს იყოს ჩემს გვერდით და ეს არ მაღიზიანებს! ვაპირებთ ნიშნობას, ქორწილს , ჯვრის დაწერას…
    ჩვენ ერთად გვიხარია, ერთად გვწყინს ვსაუბრობთ “ჩვენ”-ს გეგმებზე და არ გვეშინია ხვალინდელი დღის… რადგან ვცდილობთ დღევანდელით ისე ვიცხოვროთ , რომ ხვალ თუ გავიღვიძებთ არ შეგვრცხვეს არავის და არაფრის გამო…
    პატივს ვცემთ მშობლებს , ვაფასებთ მათ და ვცდილობთ ყოველდღიურად გავახაროთ ისინი რომ დიდხანს გვყავდნენ გვერდით…
    პირადად ჩემთვის არასოდედ არავის აუხსნია რას ნიშნავს სიტყვა “თავისუფლება”… ჩემი აზრით ამ სიტყვას ახსნა არ სჭირდება…ყველა ადამიანი თავის-უფლებებს თვითონ განსაზღვრავს და აღმოაჩენს დროთა განმავლობაში…რაც უფრო მეტად განვვავრვობთ და განვმარტავთ “თავისუფლების” არსს მით უფრო მეტად ვკეტავთ და ვიკეტებით ამ “უფლებებში” და საბოლოოდ არავინ არ არის თავის-უფალო…
    როგორ შეიძლება იყო თავისუფალი ურთიერთობების მომხრე და გაშინებდეს სიტყვა “ჩვენ”…ან არ საუბრობდე “ჩვენს მომავალზე.. ან არ თქვა შენს სიცოცხლეში ერთხელ მაინც რომ “გიყვარს”…
    თავისუფლება სიყვარულშია…გაიგეთ ხალხო!!!

    Like

  9. ბევრად მარტივადაა საქმე, ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ფარდა ახადა იმ ზღაპრებს, რომლებითაც თავს იტყეუბდნენ ადამიანები საუკუნეების განმავლობაში. რაღაც ანანისტური მიჯნურობით დაწყებული და უკვე მეოცე საუკუნის მენტალიტეტში აღმოცენებული “მოსაპწიჩკად” შეკოწიწებული ურთიერთობების ფორმატებს. ჩვენ არ გვეშინია იმის, რომ ვაღიაროთ, რომ გვეშინია და ეს შიში სულაც არ არის ცუდი, იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ აღარ ვფიქრობთ, რომ იმისთვის, რომ ადამიანმა თავი შემდგარად იგრძნოს, ვიღაც მძრეველას მოგონილი ფორმულა: “შვილი, ხე, სახლი” უნდა შეუსაბამოს თავის ცხოვრებას. ჩვენ ვართ პრაგმატული თაობა, რომელმაც აირჩია ინდივიდუალიზმი და ეს ინდივიდუალიზმი არის ის რასაც ადამიანები გაურბოდნენ მუდმივად. შიშველი რეალობა და საკუთარ თავთან და შიშებთან დაპირისპირება. და ის რისიც გვეშინია, არის ის სტერეოტიპები და არქაიზმები, რომლებიც დანერგეს ჩვენში, რაღაც აბსტრაქტული რომანტიზმით, რომ პრინცესები და პრინცები უნდა ვიყოთ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც პრაგმატულობას ეძებენ და ებრძვიან საკუთარ დემონებს, რომლებსაც სწორედ ამ პრინცესების და პრინცების სახეები აქვთ მიღებული. ჩვენ ვართ თაობა, რომელიც ირჩევ წითელ აბს, მორფეუსის ხელიდან და იმ ტყუილებით დაპროგრამებულ რობოტულ სამყაროს უპირისპირდება და არ უშინდება იმ რეალობას, რომელსაც შექსპირული ტრაგიზმით შეფუთული სიყვარული ჰქვია. აი, ეგ თაობა ვართ ჩვენ. და ასეთ თაობაში, ყველა დემონის და ყველა სატყუარას დამარცხების შემდეგ პოულობ პარტნიორს, ადამიანს, რომელიც ისეთივე რეალურია როგორც შენ და არა მას, ვინც ისევ იტყუებს თავს და ასეთი ურთიერთობები ბევრად უფრო სტაბილურია, ვიდრე წინა თაობების “ამდენხანს ერთად ვიყავით და ბარემ ერთად დავიხოცოთ ამ უბედურებაში, მერე რა რომ ერთმანეთი გვეზიზღება” ფონის მქონე კავშირები.

    Liked by 1 person

    1. საინტერესოდ გადმოეცი, ეს სოციალური სიტუაცია რაც ხდება დღეს.. ბევრისთვის ეს ოცნებაც არის, ბევრისთვის ყოველდღიურობა ბევრსაც კინოში ინახავს და წაუკითხავს … კარგია ასე რომ ხდება ისიც კრგია რომ ასე არ ხდეაბ… მოკლედ მივდივართ იქამდე რომ ყველა თვისი თვისუფლების რელსებს მიყვება… გენდერული სტერეოტიპები არ ვიცი ამაზე რა შმიძლია ვთქვა, უბრალოდ რაღც სადღც შეიძლება განაპირობა , მაგალითად “რას იტყვის ხალხი” ქალისთვის ეს ყველაზე აქტუალური თემა იყო უახლოვესი წარსულში და ეხლა შეიცვალა რაღც დონეზე, უფრო მეტად მანკიერი ტრადიცული სტერეოტიპების მსხვრევაა რომელიც “Qnet”_ით ვრცელდება და ეს ასეც უნდა იყოს… მადლობა შნ ამ საინტერესო ბლოგისთვის 😉

      Like

  10. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ ყველაფერი გაუფასურდა “ჩვენს დროში”.
    პირადად მე არ მიმაჩნია გოიმობად არც სიყვარული და არც შეყვარებუის ყოლა.
    ბევრ რამეს ვიყოდი მაგრამ მარტო ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ უნდა შეგახსენოთ იამთ ვისაც ძალიან მოსწნს მარტივი და ნაკლებად ფორმალური ურთიერთობა.
    წლების მერეც შეძლებთ ასე იცხოვროთ? არ გინდათ საკუთარი ოჯახიდა შვილები?
    ვფიქრობ ეს დროებითია რაც ასაკში შედიხარ მეტად ხვდები როგორი ურთერთობებია მნიშვნელოვანი …

    Like

  11. ბოლოს დაიღლებით ამ ყველაფრით და მაინც დაუბრუნდებით თბილ და სიყვარულით სავსე ოჯახის შენებას, სადაც დიდი სიამოვნებით იზრუვნებთ ერთმანეთზე, ეს კარგია, ყველამ თქვენთქვენი სახეები უნდა მიიღოთ, მაგრამ— გული დაგწყდებათ რომ ნამდვილი ცხოვრებისთვის დრო აღარ გრჩებათ

    Like

  12. 1) კარგია რომ ქორწინების ასაკი გაიზარდა,
    2) ძალიან უცნაური და სამწუხაროა რომ თქვენს გარემოცვაში ბუნებრივობაა გყავდეს ვიღაც ვისთანაც კარგი სექსი გაქვს და თა გიტყდებოდეს და არ იცოდე როგორ გააცნო შენს შემთხვევით შემხვედრ ნაცნობს თუ მეგობარს. ასეთი კატეგორიის ხალხი იქნება ყველგან ყოველთვის ყველა თაობაში, ასევე იქნებიან ისეთებიც, რმლებსაც ყურებამდე უყვარდებათ და წერენ ლექსებს… რა იცით ხოლმე ეს ზედაპირულ ვითომ ფილოსოფიური გულისტკივილით გადმოცემული შეფასებები :დ

    Liked by 1 person

  13. Miscusi… მაგრამ… ასეთი ურთიერთობაც ისეთივე “რეალურია”, როგორც ბეჭდიან-ჯვარწერილი თუ ნებისმიერი სხვა სახის.

    Define me “რეალური”, anyway 😀

    Like

  14. გულნატკენი გოგონას პოსტს მივამგვანე.. რაღაც ასპექტებში ვეტანხმები თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველა წყვილი და მითუმეტეს ადამიანი ინდივიდუალურია, შეუძლებელია მათი ერთი მოდელზე მორგება.. მესმის რომ ყველას თავისი იდეალი აქვს მაგრამ ამ იდეალზე მთლელი კაცობრიობა ვერ მოერგება.. ბევრი რაღაცაა.. აი მაგალითად ქორწინება სულაც არაა ბედნიერების გარანტი.. ფილმის სახლში ყურება კი შესაძლოა უფრო სასიამოვნო აღმოჩნდეს რომელიღაც წყვილისათვის ვიდრე კინოთეატრში.. ყველა ადამიანს ერთი ინტენსიობით არ უნდება მეორე ნახევრის ნახვა (თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთს მეორე მეტად ან ნაკლებად უყვარს) და ა.შ და ა.შ.. საბოლოო ჯამში კარგია რომ ამაზე ფიქრობთ ხოლმე..

    Like

  15. წინ – მხოლოდ საკუთარი “მე”, პირადი კომფორტი და თავისუფლება, არანაირი ზედმეტი პასუხისმგებლობა, ეგოცენტრიზმი – ჩემი აზრით, ესენია ჭეშმარიტი ურთიერთბების დაკარგვის მიზეზი. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავში უნდა ეძებოს მიზეზები 😉 მადლობა ავტორს ასეთი ღრმა პოსტისთვის ❤

    Like

  16. ალბათ, ზოგიერთი ადამიანი თავისუფლების ისეთ ლეველს აღწევს, რომ ქორწინება და სიყვარული ზედმეტად ბანალური ხდება მათთვის. ნუ, ყველას თავისი არჩევანი აქვს. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ქათმური ხასიათითაა გამოწვეული ეგეთი არჩევანი, როგორც ვატყობ. “განა მიყვარს, უბრლოდ მისი მესმის”, “კი არ დამშორდა, უბრალოდ სხვადასხვა ინტერესები გამოგვიჩდა”… აბა რა, აბა რა.. 😀

    Like

  17. აქ არავინ საუბრობს ქორწილნებაზე, ცოლად გაყოლა-გამოყოლის სურვილზე, განსაკუთრებულ ვალდებულებებზე, უბრალოდ უფრო ღრმა გრძნობებზე, და არა ზედაპირულ ორკვირაში ერთხელ მოდი შევხვდეთ ურთიერთობებზე. ცოტა მეტ პატივისცემაზე და მეტ სიყვარულზე, სხვა არაფერი. სამწუხაროა, რომ უნდა დავეთანხმო ამ პოსტს და მის ავტორს 😦 როცა თავად გამოცდი ამგვარ უგვანო ურთიერთობას კიდევ უფრო მტკივნეულია.

    Liked by 1 person

  18. სიყვარულსა მალვა უნდა როგორც ცხენსა მოპარულსა!. (შოთა). ერგო – კარგია თუ ისწავლეს ნაკლები პრობლემები შეექმნებათ.

    Like

  19. გულს ვერ უბრძანებ ჯვარი დაიწერე, 20 წელი იყავი ამასთან, 5 დაისვენე და ისევ იყავი მერე 10 წელიო.
    ხარ იმდენი ხანი რამდენიც გინდა, რამდენიც გადის ბუნებრივად, რამდენსაც ვერ გრძნობ ზედმეტ ტვირთად.

    ჯვრის წერა კულტურულად მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს და ამიტომ გაურბიას ამას ჩვენი თაობა. სჯობს მოსინჯო თანაცხივრება ვიბმესთან, დატესტო რამდენად ამოგდის ყელში ვიბმესთან დიდი ხნით გვერდში ყოფნა. გული თუ ვეღარ დაკავდა ადგილზე, არც ამ დროსაა წამოსვლა ადვილი საქმე, თუმცა ეს მხოლოდ იმ კარგის ხარჯზე ეეთად რაც გქონდათ.

    ასე რომ, არც თავს უნდა აუკრძალო და არც დააძალო ვინმეს შეყვარება. ბუნებრივ, თავისუფალ სურვილზე უნდა იმოქმედო…

    Like

    1. გეთანხმები, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში , ჩვენს თაობას თანაცხოვრება და “დატესტვა” ბოზობაში გადასდის. უბრალოდ, თვეში მინიმუმ 5ჯერ უწევთ მსგავსი “დატესტვა” და სხვაგვარაად ესმით.

      Like

  20. გეთანხმებით!

    ჩვენ ის თაობა ვართ , რომელსაც ურთიერთობები არ სურს!
    ჩვენ ის თაობა ვართ ვისთვისაც პრიორიტეტი ” თავისუფალი ურთიერთობებია”!
    ჩვენ ის თაობა ვართ ვისაც თავისუფალი ურთიერთობა დაკნინებული ფორმით აქვს ”გადაქართულებული”, ვტიპობთ, ვაწვებით ბოლომდე, ოღონდ ბოლო არ აქვს!
    ტენდენცია, 21-ე საუკუნეში , თავისუფალი ურთიერთობისა , ფორმა – ”ფრიენდზ ვიზ ბენეფიტს” ძალიან მოდაშია, არა იმიტომ რომ ევროპამდე ცოტა გვიკლია, არამედ ნამდვილად დაგვაკლდა გულწრფელობა,თავდაჯერებულობა,მომავლის იმედი- ვცხოვრობთ მხოლოდ დღევანდელი დრით, გვეშინია ხვალინდელის, 100ჯერ გაზომილსაც ერთხელ ვერ ვჭრით! პასუხისმგებლობას გავურბივართ, აი ეს თაობა ვართ!
    ჰო, კიდევ, ხშირ შემთხვევაში ინიციატივა ამ ურთიერტობებისა მოდის მამაკაცისგან.ვფიქრობ, ძლიერი მამაკაცი ნელ-ნელა გარდაიქმნება უსურად! პატარავდება, პატარავდება და ბოლოს იკუჭება.(აი ბოლოც ვიპოვე) ეს ქცევა შეიძლება ავხსნათ როგორც კომპლექსების დუღილი ”მე”-ში , დასაშვებია იყოს ურთიერთობების შიში, პირადი სივრციის გაზიარების შიში და ა,შ , რა მოსთვლის…

    თქვენვე იცით თქვენი თავები?!

    გეთანხმებით!

    Liked by 1 person

  21. გეთანხმები, მართლა ასეთი ტენდენციაა, მაგრამ, მგონი, მხოლოდ ჩვენ გარშემო.

    სხვები კი ისევ უნთებენ გულებს შეყვარებულებს, ისევ სეირნობენ რუსთაველზე ვარდით და ფუმფულა სათამაშოებით ხელში, ისევ იხდიან ქორწილებს, იწერენ და იყრიან ჯვარს და ა.შ. 🙂

    Like

    1. გეთანხმებით!

      ჩვენ ის თაობა ვართ , რომელსაც ურთიერთობები არ სურს!
      ჩვენ ის თაობა ვართ ვისთვისაც პრიორიტეტი ” თავისუფალი ურთიერთობებია”!
      ჩვენ ის თაობა ვართ ვისაც თავისუფალი ურთიერთობა დაკნინებული ფორმით აქვს ”გადაქართულებული”, ვტიპობთ, ვაწვებით ბოლომდე, ოღონდ ბოლო არ აქვს!
      ტენდენცია, 21-ე საუკუნეში , თავისუფალი ურთიერთობისა , ფორმა – ”ფრიენდზ ვიზ ბენეფიტს” ძალიან მოდაშია, არა იმიტომ რომ ევროპამდე ცოტა გვიკლია, არამედ ნამდვილად დაგვაკლდა გულწრფელობა,თავდაჯერებულობა,მომავლის იმედი- ვცხოვრობთ მხოლოდ დღევანდელი დრით, გვეშინია ხვალინდელის, 100ჯერ გაზომილსაც ერთხელ ვერ ვჭრით! პასუხისმგებლობას გავურბივართ, აი ეს თაობა ვართ!
      ჰო, კიდევ, ხშირ შემთხვევაში ინიციატივა ამ ურთიერტობებისა მოდის მამაკაცისგან.ვფიქრობ, ძლიერი მამაკაცი ნელ-ნელა გარდაიქმნება უსურად! პატარავდება, პატარავდება და ბოლოს იკუჭება.(აი ბოლოც ვიპოვე) ეს ქცევა შეიძლება ავხსნათ როგორც კომპლექსების დუღილი ”მე”-ში , დასაშვებია იყოს ურთიერთობების შიში, პირადი სივრციის გაზიარების შიში და ა,შ , რა მოსთვლის…

      თქვენვე იცით თქვენი თავები?!

      გეთანხმებით!

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s